შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი კომპანია ,,AIRBUS’’-ის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული კომპანია აწარმოებს საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოებისა და საზღვრის კონტროლის გაძლიერებას და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეების მიერ განხილულ იქნა შემდეგი თემები:
- ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა;
- ქბრბ საფრთხეები;
- საგანგებო სიტუაციები და კრიზისული სიტუაციების მართვა;
- პირველადი დახმარება, კომუნიკაციები (სატელიტური, უსაფრთხო კომუნიკაცია, gsm) და სხვა.
მხარეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სააგენტოს და ,,AIRBUS’’-ის საქმიანობის შესახებ. სააგენტოს დირექტორმა ისაუბრა რეორგანიზაციის შედეგად მოსალოდნელ დადებით ცვლილებებზე. ,,AIRBUS’’-ის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს საფრანგეთში, საქართველოს საელჩოში ევროკავშირის პროექტთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე, რომელიც მოიცავს შსს-თვის საჭირო ტექნიკით აღჭურვასა და სხვა საჭიროებების დაფინანსებას. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.