შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სააგენტოს დირექტორი კომპანია ,,AIRBUS’’-ის წარმომადგენლებს შეხვდა
05-02-2015

სააგენტოს დირექტორი კომპანია ,,AIRBUS’’-ის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი კომპანია ,,AIRBUS’’-ის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული კომპანია აწარმოებს საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოებისა და საზღვრის კონტროლის გაძლიერებას და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეების მიერ განხილულ იქნა შემდეგი თემები:

- ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა;

- ქბრბ საფრთხეები;

- საგანგებო სიტუაციები და კრიზისული სიტუაციების მართვა;

- პირველადი დახმარება, კომუნიკაციები (სატელიტური, უსაფრთხო კომუნიკაცია, gsm) და სხვა.

მხარეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სააგენტოს და ,,AIRBUS’’-ის საქმიანობის შესახებ. სააგენტოს დირექტორმა ისაუბრა რეორგანიზაციის შედეგად მოსალოდნელ დადებით ცვლილებებზე. ,,AIRBUS’’-ის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს საფრანგეთში, საქართველოს საელჩოში ევროკავშირის პროექტთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე, რომელიც მოიცავს შსს-თვის საჭირო ტექნიკით აღჭურვასა და სხვა საჭიროებების დაფინანსებას. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.