ქუთაისის ერთ-ერთი სამკურნალო დაწესებულებიდან გაქცეული პატიმარი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს. ამ დროისთვის დაკავებული სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება. გარკვეული პროცედურების შემდეგ მოხდება ბადრაგის მიერ მისი გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.