მიმდინარე წლის 17-18 ნოემბერს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ჟენევაში გამართულ კატასტროფების რისკების შემცირების გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე მსოფლიო კონფერენციის მოსამზადებელი კომიტეტის მეორე შეხვედრაში.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა 2015 წლის შემდგომი პერიოდისათვის სტიქიური უბედურებების რისკების შემცირების ჩარჩო პროქტის განხილვა, რათა შემუშავდეს უფრო მოქნილი, პროგრესული და პრაქტიკულ ქმედებებზე ორიენტირებული საბოლოო დოკუმენტი.
კატასტროფების რისკების შემცირების გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენციის ჩატარება დაგეგმილია 2015 წლის 17 მარტს იაპონიის ქალაქ სენდაიში.