”ვინტი” (პერვიტინი) არის იაფი ნარკოტიკი და მზადდება სახლის პირობებში, რომელიც თავიდან მოქმედებს როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი, მაგრამ თანდათან იწვევს ორგანიზმის ნგრევას, მეხსიერების დაკარგვას, აგრესიას, ფსიქიკურ აშლილობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ტვინის დაზიანებას. ადამიანები, რომლებსაც მიუღიათ მეთამფეტამინი, ამბობენ, რომ დამოკიდებულება ვითარდება პირველივე ინექციიდან. პერვიტინის ხანგრძლივი მიღება იწვევს შეუქცევად პროცესებს, არტერიული წნევის, გულისცემის ძლიერ მომატებას, გულის ინფარქტს, თავის ტვინის სისხლძარღვების გადაგვარებას, ინსულტს, მეხსიერების დაკარგვასა და აზროვნების დაქვეითებას. იგი ასევე აზიანებს თირკმელებს და ფილტვებს. იმის გამო, რომ მეთამფეტამინის კუსტარულად დამზადებისას გამოიყენება ადვილად ფეთქებადი ნივთიერებები, მისი დამზადების პროცესში საფრთხე შეიძლება შეექმნას არა მხოლოდ ნარკოტიკის დამამზადებელს, არამედ მისი ოჯახის წევრებსა და გარშემომყოფთ. ამასთან, ამგვარად შექმნილ ნარკოტიკში რჩება მრავალი ტოქსიკური ნარჩენი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და უამრავ გართულებას იწვევს.