საქართველოში არალეგალურად გამოიყენება ძირითადად კანაბინოიდების, ოპიატების, ფსიქოსტიმულატორების და საძილე-დამამშვიდებელი ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებულად მოიკიდა ფეხი ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიამ“, დაიწყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინებაც.
მსოფლიო მასშტაბით „შავი ბაზრის“ ყველაზე ცნობილ სტიმულატორებს მიეკუთვნება კოკაინი, ექსტაზი და ამფეტამინები; ოპიოიდური ჯგუფის ბუნებრივი და სინთეზური წარმოშობის ნაერთებს - ჰეროინი, ოპიუმი, სუბუტექსი, მორფინი, კოდეინი, მეთადონი; კანაბინოიდებს - მარიხუანა.