112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ოპიუმი

ოპიატური ნარკომანია წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, რომლებიც რეციდივებით, ანუ გამწვავებებით მიმდინარეობს. ოპიუმი იწვევს დამოკიდებულებას. ოპიატური თრობისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: მკვეთრად შევიწროებული გუგები, თვალების მსუბუქი შეწითლება, აშკარად გამოხატული ბრწყინვა, ეიფორია, მოთენთილობა და მოდუნება, აპათია , ზედაპირული ძილი, კანის ქავილი (განსაკუთრებით ცხვირის), კანისა და ლორწოვანის (ტუჩების, ენის) სიმშრალე, შარდის გამოყოფის შემცირება, სხეულის ტემპერატურის მცირედ დაქვეითება, ხველის რეფლექსის დათრგუნვა და სხვ. მისი სისტემატიური მოხმარება შლის ღვიძლს, აზიანებს კუჭქვეშა ჯირკვალს, რაც წარმოადგენს “ორგანიზმის ზოგადი საერთო ნგრევის” დასაწყისს, განაპირობებს თავის ტვინის ატროფიას, ფილტვებში კიბოსწინა პროცესებს, აქვეითებს ინტელექტს, იწვევს ჭკუასუსტობას და სხვადასხვა სახის ფსიქიკურ აშლილობას.