112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ჰეროინი

ზემოქმედების თვალსაზრისით, ჰეროინი მორფინზე სამჯერ უფრო ძლიერია. ჰეროინი მორფინისგან დამზადებული ნარკოტიკია, რომელიც წარმოადგენს ოპიუმის (საძილე) ყაყაჩოს დამუშავების შედეგად მიღებული ოპიუმის პროდუქტს და ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების ჯგუფს განეკუთვნება. იგი წარმოდგენილია თეთრი, ნაცრისფერი ან ყავისფერი ფხვნილის სახით. ჰეროინს ახასიათებს: გუგების შევიწროვება; სხეულის ტემპერატურის დაკლება; მაჯისცემისა და სუნთქვის შენელება; მოთენთილობა და ინდიფერენტულობა; ეიფორია; უემოციობა; მოდუნება. ჰეროინზე შეჩვევის შემდეგ, ნარკომანს შეიძლება დასჭირდეს რამოდენიმე დოზა დღეში. ნარკოტიკული აქტივობით და მიჩვევის პოტენციალით ჰეროინი რამოდენიმეჯერ აღემატება მორფინს. უკვე ორი-სამი ინექციის შემდეგ მის მიმართ შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური დამოკიდებულება. ჰეროინის მომხმარებლებში სხვადასხვა ხარისხით ზიანდება ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემები, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ღვიძლი, შარდ-სასქესო სისტემა და სხვა. პრაქტიკულად, არ რჩება ორგანოთა სისტემა და ორგანო, რომელზეც არ აისახება ნარკოტიკის მავნე ზეგავლენა. ჰეროინით ზედოზირება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია.