112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

საერთაშორისო თანამშრომლობა კიბერ დანაშაულთან ბრძოლაში

2012 წელს საქართველომ მოახდინა 2001 წლის ევროპის საბჭოს კონვენციის კიბერ დანაშაულის შესახებ“ რატიფიცირება. აღნიშნული კონვენციის ფარგლებში აღებულ იქნა ვალდებულება შექმნილიყო სპეციალური დანაყოფი, რომელიც უშუალოდ გამოიძიებდა კიბერ დანაშაულის საქმეებს და მასვე დაევალებოდა 24/7 საერთაშორისო საკონტაქტო პუნქტის ვალდებულებების შესრულებაც. ამ ეტაპზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში არსებობს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამართველო, რომელიც ასრულებს კონვენციით დადგენილ ვალდებულებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კიბერ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების ამაღლების მიზნით. 2008–2009 წლებში შსს ჩართული იყო ევროპის საბჭოსა და ევროპული კომისიის ერთობლივ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა კიბერ დანაშაულის კონვენციიასთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, „ოპერატიული–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონებში.

2011 წლის მარტიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ეგიდით მიმდინარე პროექტში „თანამშრომლობა კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ“. აღნიშნული პროექტის მიზანია ქართული სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულთან ბრძოლის პროცესში.

2012 წლიდან ესტონეთის ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების ამაღლებას კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ციფრული მტკიცებულებების ამოღების მიმართულებით.

ევროპელი პარტნიორების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად თანამშრომლობს აშშ გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში.