19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში სქართველოში სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში გაიმართა პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ პოლიციის რეფორმაში ჩართული საერთაშორისო და ასევე ადგილობრივი არასამრთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა გახსნა შსს მინისტრის მოადგილემ ბ–ნ ლევან იზორიამ. შეხვედრაზე განხილული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტერორიზმისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა სფეროში (ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული, არალეგალური მიგრაცია) გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში.
სისხლის სამართლის რეფორმა საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლიდან მიმდინარეობს. რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, ასევე სახალხო დამცველის აპარატი და შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. პოლიციის სამუშაო ჯგუფის მიზანია პოლიციაში მიმდინარე რეფორმების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.