შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხაშურში, გაგარინის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები, 1989 წელს დაბადებული ზაზა გ. სიკვდილისგან იხსნეს.
მოქალაქემ სამართალდამცველებს მიმართა მისი მეუღლის შესაძლო თვითმკვლელობის შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიული ჯგუფი მითითებულ მისამართზე გამოცხადდა. პოლიციელებმა საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი თოკზე ჩამოკიდებული ნახეს. სამართალდამცველებმა თოკი გადაჭრეს და დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზაზა გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით).