კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1996 წელს დაბადებული დ. რ. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.რ. მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ქალაქ თელავში, ერთ-ერთ კაფე-ბარში შევიდა, საიდანაც სხვადასხვა ელექტროტექნიკა მოიპარა. იქვე მდებარე, ამავე კაფეს მეპატრონის სახლიდან კი ფული - 220 ლარი წაიღო. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ქუჩის მოშორებით გაჩერებული, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანაც მოიპარა, მასში ნაქურდალი ნივთები მოათავსა და მიიმალა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, დ.რ. თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები, ფული და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.