შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 2 პირი: 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ხ. და 1992 წელს დაბადებული ვ.ბ. თბილისში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, 2001 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არასრულწლოვანმა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა.
გ.ფ.-ს მითითებით, პოლიციამ ინციდენტის მონაწილე პირები იმავე ქუჩაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.