წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია.
აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია "ვინჩესტერის" ტიპის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან - ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“.
პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.