შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ. ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ა.-მ ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია გაქურდა, საიდაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ფარულად დაეუფლა. მან, ასევე, გაქურდა ამავე მაღაზიასთან მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისასმ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ძალაყინი, ასევე, მაღაზიიდან მოპარული სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან წაღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.