შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, 1991 წელს დაბადებული ა.ს. და 1993 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 5 მარტს ბოლნისში მდებარე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიიდან 1 200 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტი მოიპარეს. სამართალდამცველებმა ისინი ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ნივთები სრულად ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.