შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ წეროვანთან, 1987 წელს დაბადებული ფრიდონ კუსრაევისგან მიიღეს შეტყობინება, რომ სამარშრუტო ტაქსში დარჩა ჩანთა, რომელშიც 11 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა. პატრულ-ინსპექტორებმა შეტყობინების მიღებისთანავე თბილისისკენ მოძრავი ავტომანქანის სავარაუდო მონაცემები თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს.
სამართალდამცველებმა სამარშრუტო ტაქსი თბილისში, დადიანის ქუჩაზე გააჩერეს და ფულიანი ჩანთა იპოვეს. პატრულმა ნაპოვნი თანხა კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.