შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ოჯახში ძალადობის საკითხებზე ქალაქ ფოთში, პროექტ "ოჯახში ძალადობის სამართლებრივი მექანიზმები"-ს ფარგლებში ჩატარდა.
ამავე პროექტის ფარგლებში გაიმართა "ღია დისკუსია ოჯახში ძალადობაზე", რომელსაც დაესწრნენ შს სამინისტროს, პროკურატურის, სოციალური სამსახურების და სასამართლოს წარმომადგენლები. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი"-ს თანამშრომლობით ხორციელდება. სამართალდამცველთა ტრენინგები პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე, კოორდინაციის დახვეწის მიზნით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩატარდება დისკუსიები.