მართლწესრიგის ოფიცრები 122-ე, 126-ე და 151-ე საჯარო სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ. მართლწესრიგის ოფიცრები ახალგაზრდებს ესაუბრნენ მართლწესრიგის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ. ოფიცრებმა მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ, მართლწესრიგის ოფიცრები, ახალგაზრდებთან ერთად, ილუზიების მუზეუმს ეწვივნენ და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მსგავსი სახის აქტივობები, მომავალშიც გაგრძელდება.