მართლწესრიგის ოფიცრები 122, 126 -ე და 151-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. მართლწესრიგის ოფიცრები მოსწავლეებს ესაუბრნენ მართლწესრიგის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ. ოფიცრებმა მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში მართლწესრიგის ოფიცრებმა მოზარდებთან ერთად ილუზიების მუზეუმში იმყოფებოდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მსგავსი სახის აქტივობები, მომავალშიც გაგრძელდება.