112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

სანაპირო დაცვა

სანაპირო დაცვის რეფორმა შსს სისტემაში გატარებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა. 2008 წლის მიწურულს სახელმწიფო რესურსების ხარჯვის ოპტიმიზაციის მიზნითა და სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტთა რჩევით სამხედრო ფლოტისა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შერწყმა განხორციელდა. საქართველოს სანაპირო დაცვა ჩამოყალიბდა, როგორც მრავალფუნქციური საზღვაო სამსახური, რომელიც დამოუკიდებლად ან საქართველოს საზღვაოსივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს საზღვაო თავდაცვით, სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, გარემოსდაცვით, ძებნა-გადარჩენით და საზღვაო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ხოლო ომის შემთხვევაში ახორციელებს სამხედრო ფლოტის ფუნქციებს.

ძირითად სამოქმედო დოკუმენტად, განიხილება სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია, რომელიც ეფუძნება საზღვრის ინტეგრირებული მართვის მოდელს და მიზნად ისახავს საზღვრის დაცვაში, საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობასა და რეგიონულ სასაზღვრო თანამშრომლობის განმტკიცებაში ჩართულ უწყებათა შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის განვითარებას.

სანაპირო დაცვა მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლის განმახორციელებელ უწყებებთან, საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან.

მიუხედავად რუსეთთან ომის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი ზიანისა, მოხერხდა სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია. განხორციელდა მცურავი საშუალებების მოდერნიზაცია და ექსპლუატაციაში შეყვანა. ფუნქციონირებს თანამედროვე სარადარო სადგურები, რომელთა დაფარვის რადიუსი ცვრცელდება საქართველოს მთელს სანაპირო ზოლს, ტერიტორიულ წყლებსა და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაზე.

სანაპირო დაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, გეგმიურად მიმდინარეობს სანაპირო დაცვის სისტემის შემდგომი განვითარება. დაგეგმილია ფოთისა და ბათუმის ბაზებისა და სანაპირო დაცვის სარადარო სადგურების ინფრასტრუქტურის განვითარება, არსებული მცურავი საშუალებების ბაზის განახლება: ნაწილის მოდერნიზაცია და ზოგ შემთხვევაში, ახლით ჩანაცვლება. პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება პირადი შემადგენლობის მუდმივი გადამზადება.


საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბება

საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ხელშეწყობით დაგეგმილია საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბება. ერთობლივი მართვის ცენტრი, როგორც შიდა უწყებრივი და უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმი, ხელსშეუწყობს საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას.

ცენტრის მთავარ ამოცანად განისაზღვრება საქართველოს საზღვაო სივრცეში იმ არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის სერიოზული დარღვევების პრევენცია, აღმოჩენა და აღმოფხვრა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ისე მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ცენტრი, როგორც ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მაკოორდინირებელი ორგანო, ჩამოყალიბდება სანაპირო დაცვის ბაზაზე და აღიჭურვება ერთობლივი მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, საზღვაო დაკვირვების ტექნოლოგიებითა დ აინფრასტრუქტურით.



სარემონტო შესაძლებლობების განვითარება

დონორი ქვეყნების დახმარებით, მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტექნიკური მხარდაჭერა და ოპერაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება. ამჟამად მიმდინარეობს სახელოსნოს შესაბამისი დაზგა-დანადგარებით აღჭურვა. აღნიშნულის განხორციელების და ტექნიკური პერსონალის დაგეგმილი გადამზადების შემდგომ, სანაპირო დაცვას შესაძლებლობა ექნება საკუთარი


დაგეგმილია

სარადარო სადგურებსა და ფოთისა და ბათუმის ბაზებზე ნავმისადგომების მშენებლობა, რაც ერთიანობაში გააძლიერებს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებსაც და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებასაც.



პირადი შემადგენლობის მომზადება-გადამზადება

სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის მომზადება-გადამზადება მიმდინარე პროცესია. ბათუმისა და ფოთის ინგლისური ენის ლაბორატორიებში საკუთარი ძალებით ხორციელდება პერსონალის მომზადება სანავიგაციო/საზღვაო სპეციფიკის გათვალისწინებით.

მნიშვნელოვანია პირადი შემადგენლობის მომზადების გაგრძელება პოლიციის აკადემისა და ბათუმის საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დონორი სახელმწიფოების მხარდაჭერით მიმდინარეობს სანაპირო დაცვის ტექნიკური პერსონალის გადამზადება ლოგისტიკის სპეციალისტებისა და ელექტრო-ტექნიკოსების მომზადებისკუთხით.

პერსპექტივაში მიზანშეწონილია, ჩამოყალიბდეს და განვითარდეს სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიონალური კადრების მომზადებას და მათი კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას.