საერთაშორისო ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით, დეპარტამენტი შს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ახდენს ან კოორდინაციას უწევს საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადებასა და სათანადო ინფორმაციის წარდგენას.
პერიოდული ანგარიშების მომზადება და სათანადო ინფორმაციის წარდგენა, კერძოდ, ხორციელდება შემდეგ საკითხებზე:
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში არსებული ვალდებულებები (მათ შორის შემდეგი სპეციალიზებული/საზედამხედველო ორგანოებისთვის: UNODC, UNTOC, CTED, INCB, CAT, CERD, OPCW, ICCPR, ICESCR, CRC, CEDEAW, UPR);
- ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებული ვალდებულებები (მათ შორის შემდეგი სპეციალიზებული/საზედამხედველო ორგანოებისთვის: CPT, ECRI, MONEYVAL, GRETA, FCNM, European Social Charter);
- ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის კითხვარები;
- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშები ადამიანის უფლებების, ტერორიზმის, ნარკოტიკების კონტროლისა და ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე.