112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (CSDP)

ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (Common Security and Defence Policy) ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი ელემენტია. ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირი წარგზავნის სამშვიდობო (სამოქალაქო და სამხედრო) მისიებს როგორც ევროპაში, ასევე, მსოფლიო მასშტაბით, დანიშნულების ქვეყანაში კრიზისების მართვის და/ან საჯარო სექტორის რეფორმირების მიზნით. ევროკავშირის CSDP მისიების მიზანია დანიშნულების ქვეყნებში საჯარო სექტორის კონკრეტული სფეროს რეფორმა, მათ შორის საზღვრის მართვის, სამართალდამცავი სექტორის, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სხვა მიმართულებების.

ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა საშუალებას აძლევს ევროკავშირს წამყვანი როლი შეასრულოს სამშვიდობო მისიებში, კონფლიქტის პრევენციასა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაში.

2012 წელს საქართველომ გამოთქვა ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის პოლიტიკური ნება. ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებამდე ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე იგზავნებოდა აპლიკაციები კონკრეტულ მისიებში. 2013 წლის 29 ნოემბერს, ვილნიუსში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის საქართველოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას.

2014 წლის 5 დეკემბრის, N663 მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის წესი“, რომელიც განსაზღვრავს ქართველი ექსპერტების მონაწილეობას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში. აღნიშნული დადგენილება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან.