დასახელება: ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
ხანგრძლივობა: 2020-2024 წწ.
დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ
განმახორციელებელი: გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS)
პროექტის ბიუჯეტი: 6,500,000 ევრო
პროექტის მიზანი: ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა, სხვადასხვა აღჭურვილობის, მაღალ-ტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის მიწოდება (შემდეგ სფეროებში: დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია, ოჯახური ძალადობა, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, კიბერდანაშაული, სამოქალაქო უსაფრთხოება და სხვა).
პროექტი ასევე ტექნიკურ დახმარებას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (EMS), მისი ინსტიტუციური და ოპერაციული შესაძლებლობების გასაძლიერებლად შემდეგი მიმართულებით: მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება, სასწავლო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მიწოდება, ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტებისა და ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესება, მოხალისეთა ეფექტური სისტემის ხელშეწყობა, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმთან თანამშრომლობის გაძლიერება და კატასტროფების პრევენციისა და მზადყოფნის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.