დასახელება: სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში
ხანგრძლივობა: 2023-2026
განმახორციელებელი: ევროპის საბჭო (CoE)
დაფინანსებულია: ევროპის საბჭოს (CoE) და ევროკავშირის მიერ
პროექტის ბიუჯეტი: 300 000 ევრო
ბენეფიციარები: სახალხო დამცველის აპარატი; შს სამინისტრო; პროკურატურა; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; მანდატურის სამსახური; ადგილობრივი თვითმმართველობები და მუნიციპალიტეტები; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
პროექტის მიზანი: საქართველოში სიძულვილის ენასთან ბრძოლის და პრევენციის კუთხით თანამშრომლობის გაუმჯობესება დაინტერესებულ მხარეებს შორის, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გაუმჯობესება და შესაბამის დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება, ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.