ხანგრძლივობა: 2017-2021 წწ
დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ
განმახორციელებელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM
პროექტის ბიუჯეტი: 4 მლნ. ევრო
პროექტის მიზანი: საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვის და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.პროექტის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს მთავრობისათვის დახმარების აღმოჩენა მგზავრების შესახებ წინასწარი ინფორმაციის (API) სისტემის შექმნასა და შესყიდვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ შესაძლებლობა, წინასწარ შეამოწმონ აეროპორტებში მგზავრთა ჩამოსვლა და გამგზავრება; ამ პროცესის შედეგად გაიზრდება უსაფრთხოება და გაუმჯობესდება რესურსების მობილიზაციის შესაძლებლობები