ხანგრძლივობა: 2018 - 2021 წწ
დაფინანსებულია: ევროკავშირის და პროექტის პარტნიორი ქვეყნების მიერ
განმახორციელებელი: მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ICMPD
პროექტის მიზანი: ევროკავშირის დაბრუნების სისტემის გამართული ფუნქციონირება ევროკავშირის დაბრუნების დირექტივასთან თანხვედრაში, რაც გულისხმობს დაბრუნებული/დასაბრუნებელი პირების უფლებების დაცვას. პროექტის მოქმედების სფეროებია:
-
FRONTEX-ის მონიტორთა ბაზის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა და გამართული სისტემის გადაბარება;
-
იძულებით დაბრუნების მონიტორინგის გაუმჯობესება ეროვნული კონტექსტისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
პროექტის სამიზნე ჯგუფი და ბენეფიციარები არიან: პროექტის პარტნიორ ქვეყნებში იძულებით დაბრუნების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყებები, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იძულებითი დაბრუნების განმახორციელებელი ესკორტის ოფიცრები და FRONTEX-ის შესაბამისი დანაყოფები.