პროექტის ხანგრძლივობა: 32 თვე (პროექტის გახსნა 2016 წლის 15 დეკემბერი)
დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ
განმახორციელებელი პარტნიორები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
პროექტის ბიუჯეტი: 2.25 მილიონი ევრო
პროექტის ზოგადი მიზანი: სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი. საერთაშორისო სტანდარტების და ვალდებულებების გათვალისწინებით პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა.
პროექტის კონკრეტული მიზნები:
პროექტი შედგება ექვსი კომპონენტისაგან:
- სისხლის სამართლის რეფორმის პოლიტიკა, განვითარება, კოორდინაცია და მონიტორინგი
- პროფესიული განვითარება
- საზოგადოებასთან ურთიერთობა
- ადამიანური რესურსების განვითარება
- მენეჯმენტი
- ადამიანის უფლებები
პროექტის ხელშეწყობით განხორციელდება ექსპერტული დახმარება, ტრეინინგები, ნორმატიული ბაზის გადახედვა/შემუშავება, სემინარები, კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები, სასწავლო ვიზიტების და სხვა.