აპარატის ძირითადი ფუნქციებია: | |
1. |
მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიერ კორესპონდენციის განხილვისა და შესაბამისი დავალებების გასაზღვრის შემდეგ მისი აღრიცხვა შესაბამისი რეზოლუციების აღნიშვნით და შესრულებამდე დაყვანა სამინისტროს საქმისწარმოების სამსახურის მეშვეობით; |
2. |
მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების დავალებათა შესრულება ზეკონტროლი და მათთვის აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; |
3. |
მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ვიზირების ორგანიზება; |
4. | ოპერატიული თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის შედგენა; |
5. |
მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება; |
6. |
მინისტრის სტუმრების მიღების უზრუნველყოფა; |
7. |
მინისტრის მივლინებების ორგანიზება; |
8. |
მინისტრის სახელზე შემოსული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასალებისა და ინფორმაციის მინისტრისათვის ოპერატიულად მოხსენება; |
9. |
მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება; |
10. |
მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილი დოკუმენტებისა და სამსახურებრივ დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; |
11. |
მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საქმინობისათვის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა; |
12. |
სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მინისტრის მიერ დაკისრებული კონკრეტული დავალებების შესრულება. |
აპარატის უფროსის ფუნქციები: |
|
1. |
ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, ხელმძღვანელობს და წარმართავს აპარატის საქმიანობას; |
2. |
ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს; |
3. |
წარუდგენს მინისტრს აპარატის მოხელეების კანდიდატურებს; |
4. |
აკონტროლებს აპარატის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; |
5. |
ხელსაწერს ან ვიზირებას უკეთებს აპარატში მომზადებულ დოკუმენტებს; |
6. |
ანგარიშს აბარებს მინისტრს აპარატის მუშაობის შესახებ; |
7. |
წარუდგენს მინისტრს წინადადებებს აპარატის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, აპარატის მოხელეების მატერიალური სტიმულირების დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; |
8. |
შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა აპარატის ამოცანების შესასრულებლად; |
9. | შუამდგომლობს აპარატის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; |
10. | ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებს; |
11. | პასუხისმგებელია აპარატის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. |