ნომერი განკუთვნილია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებისთვის, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, კერძო ან საზოგადოებრივ საკუთრებას. 112 აკრიფეთ, როდესაც:
- |
ხანძარია; |
- |
თქვენ ან თქვენს ახლობელს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს; |
- |
პიროვნებამ მოულოდნელად დაკარგა გონება; |
- |
პიროვნებას აქვს სხეულის სერიოზული დაზიანება; |
- |
პიროვნებას აქვს ძლიერი სისხლდენა; |
- |
გახდით თვითმკვლელობის მცდელობის თვითმხილველი; |
- |
გახდით მკვლელობის თვითმხილველი; |
- |
გახდით ავტოსატრანსპორტო შემთხვევის თვითმხილველი; |
- |
გახდით ყაჩაღობის თვითმხილველი; |
- |
გახდით ძარცვის თვითმხილველი; |
- |
გახდით ძალადობის თვითმხილველი; |
- |
შეამჩნიეთ პოლიციის მიერ ძებნილი პიროვნება; |
- |
გახდით ნარკოტიკების მოხმარების თვითმხილველი; |
- |
შეამჩნიეთ საეჭვო სახის ნივთი; |
- |
გახდით აფეთქების თვითმხილველი. |
და სხვა მსგავს შემთხევებში.
გახსოვდეთ!
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უპასუხეთ ოპერატორის დასმულ ყველა კითხვას!