112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

საქმიანობა

გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფა:

შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს იღებს მთელი საქართველოდან, 24 საათის განმავლობაში, სატელეფონო ნომრის 1-1-2 საშუალებით და გადასცემს შესაბამის სამსახურებს: სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, პოლიციას და სახანძრო-სამაშველო სამსახურს.

112-ზე დარეკვა უფასოა და დარეკვა შესაძლებელია, ფიქსირებული და მობილური ტელეფონიდან, ინდექსისა და ქალაქის კოდის გარეშე, მაშინაც, კი თუ ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული და არ დევს სიმ-ბარათი.

გარდა ფიქსირებული და მობილური ტელეფონისა, 112-თან დაკავშირება შესაძლებელია მობილური აპლიკაციითა (მობილური აპლიკაცია გახმოვანებულია და ადაპტირებულია მხედველობის არმქონე პირებისთვისაც) და სმს და ვიდეო ზარის სერვისით, რომელიც სპეციალურად ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის შეიქმნა.

ეროვნული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ადმინისტრირება:

ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის უზრუნველყოფა დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, სამართალდარღვევის დაფიქსირების ადმინისტრირებისა და აგრეთვე, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.

ლიცენზირებადი დაწესებულებების კონტროლი:

შსს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ახორციელებს ლიცენზირებული დაწესებულებების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტის გაცემას.

კერძო დაცვითი საქმიანობა:

შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიზნით ამოწმებს დაცვითი ორგანიზაციის, მისი საქმიანობისა და მცველის შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან და შესაბამისად აკისრებს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისათვის ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.

დაცვითი საქმიანობის კონტროლი ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კერძო დაცვის ობიექტებზე და მიზნად ისახავს კერძო დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა:

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში შექმნილი ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი ახორციელებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონულ ზედამხედველობას.

ევაკუატორით დახმარების სერვისი:

112-ზე დარეკვით შესაძლებელია ევაკუატორებით დახმარების სერვისით სარგებლობა თბილისის ტერიტორიაზე.

აღნიშნული სერვისი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. 112-ს გააჩნია თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა, რაც იძლევა ეფექტური კომუნიკაციისა და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას. ავტოსადგომები განლაგებულია თბილისში - დიღომსა და ვარკეთილში.