შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა.
ამ დრომდე მას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ლაშა გოგნიაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.