შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გასვლითი გაფართოებული სამუშაო თათბირი ჩაატარა. შეხვედრას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თათბირზე შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
გიორგი მღებრიშვილმა, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ ახალი დავალებები მისცა.