შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა. შს მინისტრმა აჭარის პოლიციის ხელმძღვანელებისგან საკურორტო სეზონზე დამსვენებელთა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა.
„საზღვაო სეზონს ჩვენ წელსაც სათანადოდ მომზადებულები შევხვდით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი კვლავ წარმატებით და უდიდესი პასუხისმგებლობით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და მაქსიმალურად დაიცავს დამსვენებელთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ახალი დავალებები მისცა და წარმატება უსურვა.