შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა.
შს მინისტრმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ბოლო ინფორმაცია მოისმინა და სამართალდამცველებს შესაბამისი დავალებები მისცა.