შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სტამბულში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას - სულეიმან სოილუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებს.
შეხვედრაზე გიორგი გახარიამ და სულეიმან სოილუმ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს, მათ შორის ორგანიზებული ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.