საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს, ტორკვატო ჟარდიმს შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი გახარიამ სტუმარს სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, დაგეგმილი პროექტები გააცნო.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს და ყურადღება საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გაამახვილეს.
შეხვედრის შემდეგ, ბრაზილიის დელეგაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერა.