საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ამ კონტექსტში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა როგორც, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების გაძლიერების, ასევე, უშუალოდ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისა და მიმდინარე რეფორმების პროცესში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.