საქართველოს შსს სპეცალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ეუბიძე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის ოთხდღიან კურსში მონაწილეობს. ტრენინგი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიისა და ქრენფილდის უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება და მას ბრიტანელი ექსპერტები უძღვებიან.
კურსი ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, თანამედროვე ლიდერობის თეორიები; განსხვავებები მართვას, ლიდერობასა და მენეჯმენტს შორის; ინდივიდუალური და ორგანიზაციული კულტურა; ეთიკის თეორიები, კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღება და სხვა. სტრატეგიული ლიდერობის პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები მონაწილეობენ. კურსის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.