შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მერაბ მალანია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე სტეფან როპერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განსაკუთრებულ დავლებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ ეუბიძე, შტაბის უფროსის მოადგილე ტიტე მეძმარიაშვილი, ამავე დეპარტამენტის და შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტები დასახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშესთან. მისი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, ყოველწლიურად თანხმდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები, რომელთა საფუძველზეც, სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა ტრენინგსა და ღონისძიებაში მონაწილეობენ.