შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე
საქართველოში ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე კარლჰაინც გორტანოს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შტაბის უფროსი თეიმურაზ ეუბიძე. მხარეებმა თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს, ასევე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტები დასახეს.