შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინი...
16-03-2016

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე

საქართველოში ავსტრიის ფედერალური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე კარლჰაინც გორტანოს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შტაბის უფროსი თეიმურაზ ეუბიძე. მხარეებმა თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს, ასევე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტები დასახეს.