შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტ „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის N12 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ.
განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დაათვალიერებინეს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი. მოზარდები წვევამდელთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკულ წვრთნების პროცესს გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის და ჯავშანტექნიკის გამოფენა მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას, რომლის მიზანია მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში როგორც დედაქალის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.