შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე მაშველები მდინარე მტკვარზე, გალაქტიონ ტაბიძის ხიდის და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, სააგენტოს წყალზე მცურავი საშუალებები და თავდაცვის სამინისტროს სპეც-ტექნიკა. მიმდინარეობს მდინარიდან ხის მორების ამოღება და გასუფთავება. ასევე, უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება სამძებრო სამუშაოები.