2014 წლის 19 მარტს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს ეწვია პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სკოლის დელეგაცია ვარშავის სახანძრო სკოლის რექტორის, გენერალ რიჩარდ დაბროვის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ ვარშავის სახანძრო სკოლის პროექტების მენეჯერი, კაპიტანი რაფაელ მატუსკევიჩი, მისი თანაშემწე მარტი ლაპიზი და პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ანიტა კოლოდინსკა.
დელეგაცია დეპერატამენტის დირექტორმა ბატონმა ზვიად ქაწაშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს. შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს გააცნეს დეპარტამენტის ამოცანები, შესაძლებლობები და დაისახა უწყებებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
20 მარტს დელეგაციის წევრები ეწვივნენ "112"-ს, სადაც სტუმრები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ფუნქციებს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.