შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს: გეოინფორმაციული სისტემებისა და ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკ არჩილ ნიჟარაძეს, სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს ჰუმანიტარულ საქმეთა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლიციის მაიორ შალვა ახვლედიანს და სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ინსტრუქტორთა ქვეგანყოფილების უფროსს, პოლიციის მაიორ ავთანდილ წიკლაურს „სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ (ICDO) მიანიჭა სამოქალაქო თავდაცვის რაინდის წოდება და დააჯილდოვა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მედლით. რაინდის წოდების სერთიფიკატები და მედლები თანამშრომლებს საზეიმო ვითარებაში გადასცა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა ზვიად ქაწაშვილმა.