შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებმა ნელი ქ-მ საბრძოლო მასალა წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა: „პე-გე 7 ემ“-ის ტიპის ჭურვი, „ერ-გე 42“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, „ეფ 1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა, „კალაშნიკოვი“-ს კონსტრუქციის ავტომატისთვის განკუთვნილი 160 საბრძოლო ვაზნა და 6 მჭიდი.
გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).