ბათუმში, პიაცაზე, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, მომსახურების სააგენტომ სპორტული კლუბის - MIA Force მრბოლელის, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე დათა ქაჯაიას მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის მეშვიდე ეტაპის ჩვენება მოაწყო. TCR International-ის პირდაპირ ტრანსლაციას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მრბოლელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
მთელი კვირის განმავლობაში, შსს-ს მომსახურების სააგენტო ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას შესთავაზებს. ადგილზე მოწყობილ „მართვის სკოლაში“ ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე სახალისო შემეცნებითი გაკვეთილები გაიმართება, გაიცემა ველოსიპედების მართვის მოწმობები პატარებისთვის და გაიმართება ველომოყვარულების მარათონი.
კვირეულის ფარგლებში, სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიერონ შსს-ს სპორტული კლუბის იმიტირებული სარბოლო ტრასა, ლეგენდის და ფორმულას კლასის ავტომობილები.