3 დეკემბერს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში (ნოე რამიშვილის 38) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.