18 ნოემბერს, 15:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში (ნოე რამიშვილის ქუჩა N38), შსს-ს ვებ-გვერდის www.police.ge-ს სპეციალური ხმოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“-ს წევრებთან ერთად, ხმოვანი ვებ-პორტალი voice.police.ge უსინათლოთათვის და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის მოამზადა. პროექტის მიზანია www.police.ge-ზე განთავსებული და განახლებადი ინფორმაცია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ვებ-გვერდის ხმოვანი ვერსია შექმნა.